პრესრელიზი
13 აპრილი, 2011
დაუყოვნებელი გავრცელებისათვის
საკონტაქტო პირი:
სოფიო ბალავაძე
საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
"საქართველოს ბანკი"
+995 32 444 248
+995 77 720 144
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი "წლის ბანკირად" დასახელდა
თბილისი - 13 აპრილი, 2011 - "საქართველოს ბანკმა", საქართველოს წამყვანმა ბანკმა განაცხადა, რომ "დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის" მიერ გამართული, პირველი საერთაშორისო კონკურსის ფარგლებში "სუამ-ის 2010 წლის საუკეთესო ბანკები", ნომინაცია "წლის ბანკირი (საუკეთესო ტოპ მენეჯერი)" მიენიჭა "საქართველოს ბანკის" გენერალურ დირექტორს, ირაკლი გილაურს.
"დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-მა", საერთაშორისო კონკურსი წელს პირველად, 30 მარტს ქალაქ კიევში გამართა.